სასერტიფიკატო პროგრამა შეთავაზებულია
საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ბაზაზე
დაფუძნებული, ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის შესწავლას ცენტრის მიერ.
პროგრამის შინაარსი და მიზნები:
პროგრამა მოიცავს საუნივერსიტეტო კურსებს, საჯარო ლექციებსა და სტუდენტურ კონფერენციას. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ნაციონალიზმის, რადიკალური პოლიტიკისა და დემოკრატიის შესახებ სტუდენტებში აკადემიური ინტერესისა და ინფორმაციულობის გაზრდას, აღნიშნულ ფენომენებს შორის ურთიერთმიმართების შესახებ დისკუსიის წახალისებას. პროგრამის მონაწილე სტუდენტები შეძლებენ ფოკუსირებულად შეისწავლონ ნაციონალიზმთან, პოპულიზმთან და დემოკრატიასთან დაკავშირებულ საკითხები, მათი ძირითადი სასწავლო დისციპლინის (major) პერსპექტივიდან. სასერტიფიკატო პროგრამის წარმატებით დასრულებისას მსმენელებს შეეძლებათ იმსჯელონ და განავითარონ ანალიტიკური პროექტები ზემოაღნიშნულ შესწავლის სფეროებში სხვადასხვა დისციპლინური პერსპექტივიდან. საუკეთესო ნაშრომები კი ბლოგის სახით გამოქვეყნდება ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის შესწავლის ცენტრის ვებ გვერდზე და სოციალურ მედიაში, მენტორებისა და peer-reviewer-ების უკუკავშირის შედეგად. მონაწილეებს საშუალება ექნებათ საკუთარი კვლევითი ნაშრომები წარადგინონ სტუდენტურ კონფერენციაზე.
სპეციალიზაცია მოიცავს შემდეგ საუნივერსიტეტო კურსებს:
შემოდგომის სემესტრი:
გაზაფხულის სემესტრი:
სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა აღნიშნული კურსებიდან არანაკლებ 3 კურსის წარმატებით დასრულება.
როგორ ჩავერთოთ?
საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს შეუძლიათ რეგისტრაციის საშუალებით ჩაერთონ პროგრამაში. რეგისტრაციასთან ერთად, მათ უნდა აირჩიონ მათთვის საინტერესო საგნები ზემოთჩამოთვლილი კურსებიდან.
სარეგისტრაციო ფორმა UG სტუდენტებისთვის:
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ასევე, სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელ სტუდენტებს, რომლებიც შეირჩევიან კონკურსის შედეგად. დაინტერესებულმა სტუდენტებმა აპლიკაცია უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ფორმის საშუალებით:
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ მისამართზე: [email protected]